ვიკა ფილფანი უმრავლესობას - თქვენ პოლიტიკოსები არ ხართ - თქვენ ვერც ამ ქვეყნის ეროვნულობას იცავთ, ვერც ამ ქვეყნის ღირსებას, ვერც ქრისტიანობას, რადგან ის, რაც ახლა ამ დარბაზში მოხდა, ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს

სამწუხაროა, რომ თქვენმა მოთმინებამ ვერ შეძლო ამ ყველაფრის ღირსეულად გამკლავება, თქვენ პოლიტიკოსები არ ხართ. თქვენ ვერც ამ ქვეყნის ეროვნულობას იცავთ, ვერც ამ ქვეყნის ღირსებას, ვერც ქრისტიანობას, რადგან ის, რაც ახლა ამ დარბაზში მოხდა ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს, - ასე მიმართა პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, პოლიტიკოსისთვის მთავარი იარაღი და ძალა სიტყვაა.

„ბატონო ირაკლი, გილოცავთ! ნამდვილად წარმატებული იყო თქვენი ანგარიში. იმედია, გამოიწევით ჩემკენაც, ბატონო გენო? ახლა დამშვიდდით და მომისმინეთ.

ბატონო ირაკლი, ასე ხდება, როცა საკუთარ გუნდს ეჭვი ეპარება თქვენში, თქვენს სიძლიერეში და თქვენს პასუხებში. ასე ხდება, როცა თქვენ ვერ გაეცით კითხვებს პასუხები და ტრიბუნიდან უამრავი სიცრუე თქვით, იმის ნაცვლად, რომ კითხვებისთვის გეპასუხათ, ჭორაობა დაიწყეთ, პასუხისმგებლობების სხვაზე გადაბარება.

შეგახსენებთ, რომ სიტყვა არის პოლიტიკოსის მთავარი ძალა და იარაღი, ამ დარბაზში მოგვისმენია და გვინახავს არაერთი შეურაცხყოფა.

სამწუხაროა, რომ თქვენმა მოთმინებამ ვერ შეძლო ამ ყველაფრის ღირსეულად გამკლავება, თქვენ პოლიტიკოსები არ ხართ! თქვენ ვერც ამ ქვეყნის ეროვნულობას იცავთ, ვერც ამ ქვეყნის ღირსებას, ვერც ქრისტიანობას, რადგან ის, რაც ახლა ამ დარბაზში მოხდა ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

ჯერ კიდევ საქართველოს დიადი და დიდი მწერლები წერდნენ, ალბათ ეს თქვენს უმეტესობას წაკითხული არ აქვს, რომ ერთ ადამიანზე თავდასხმა და წაქცეულის ცემა, არც კაცობა არ არის. მე არ ვიცი თქვენი უმეტესობა სად გაიზარდა, მაგრამ მე ისეთ კულტურაში გავიზარდე, სადაც კაცობა ვაჟკაცური საქციელით გამოიხატება“,- განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ამ სიტყვების შემდეგ ვიკა ფილფანს სიტყვით გამოსვლის დრო ამეწურა და დროის დამატება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შემდეგ, მისგან „ნოტაციებს“ ვერ მოისმენს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე