გიორგი შარაშიძე - სასწრაფო გვყავს გამოძახებული, როგორც ჩანს, გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი, ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მან პოლიტიკური გამოსვლა დაასრულა. მისი თქმით, მმართველი გუნდი განსხვავებულ აზრსა და კრიტიკას ვერ იტანს.

მისივე თქმით, მომხდარით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„პოლიტიკური გამოსვლა მქონდა. მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ განსხვავებული აზრი მოისმინონ და სიმართლე მოისმინონ, რაც მთავარია. სიმართლე მათ აგიჟებთ და ამწარებთ. კარგად ვნახეთ რა რეაქცია მოჰყვა მათი მხრიდან. საკუთარი სკამების და ხელისუფლების შენარჩუნების გამო მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და ფიზიკურად იძალადონ ადამიანებზე, თან პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. სამართალდამცველი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ახლა გამოჩნდება რამდენად ადეკვატურები და სამართლიანები არიან.

კონკრეტულად ვსაუბრობდით იმაზე რამდენად პრინციპულია ეს ადამიანი, როდესაც ალიევს მასპინძლობდა ივანიშვილთან ერთად, სადაც გამოჩნდა ვინ იყო ეს ადამიანი. როგორც ჩანს, ამ დროს დარბაზში დაიძაბა ვითარება. სასწრაფო გვყავს გამოძახებული. როგორც ჩანს, გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი. ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა“,- განაცხადა შარაშიძემ.

შარაშიძემ მომხდარს „ველურობა“ უწოდა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს, არამედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც ეკისრება.

„ველურობა იყო, რაც ვიხილეთ. პოლიტიკური თანამდებობის პირებზე იძალადეს, რა გონიათ, დაუსჯელები დარჩებიან? პრემიერი რომ ზის დარბაზში, იმის ავტორიტეტი არ უნდა ჰქონდეს, რომ ამაზე კომენტარი გააკეთოს? სკამიდან არც კი ამდგარან. ამაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ის დეპუტატები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ, არამედ თავად ირაკლი კობახიძე“,- განაცხადა შარაშიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე