ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე - ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს, ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა

ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არგუმენტები არ ჰქონდათ და ამიტომ, მისი შეფასებით, შეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ.

მისივე თქმით, დღევანდელ ოპოზიციასა და „ქართველ ბოლშევიკებს“ საერთო აქვთ ის, რომ ორივე „აგენტურაა“.

„ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია რამე შეცვალო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდა სახე - კაცს კაცის, ქალს ქალის. ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით. ეს მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, იქ შეუძლებელია იმოქმედო ღირსეულად“,- განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა