გიორგი შარაშიძე ირაკლი კობახიძეს - პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში

პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძე ანგარიშით წარსდგა.

მის აღნიშნულ სიტყვებს უმრავლესობის წევრებისგან რეპლიკები მოჰყვა.

„ამ წამოძახილებით თქვენ არაფერი არ მოგემატებათ ბატონო არჩილ, ზუსტად ის არჩილ გორდულაძე იქნებით როგორიც ხართ. ტყუილად ნუ ირჯებით.

არათუ ქვეყანა, „ქართული ოცნებაც“ არ იმსახურებს ასეთ პრემიერ-მინისტრს, დარწმუნებული ვარ, შეძახილებში კი მაგრები არიან მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ აქ დეპუტატებიდან ძალიან ბევრნი მეთანხმებიან. არაერთხელ გვინახავს, როგორ ემიჯნებიან ისინი მათ შორის თქვენს ყოფილ კოლეგებს და ყველანი გავხდებით მომსწრე იმისა, რომ როცა დადგება დრო და როგორ გაგემიჯნებიან...“- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძის ამ გამოსვლის დროს, სხდომათა დარბაზში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სხდომის მიმდინარეობა შეჩერდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა