პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა

პარლამენტში პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მათი განცხადებით, სასწრაფო დახმარება დასჭირდა მათ შორის დეპუტატ გიგა ფარულავას.

ფრაქციის კაბინეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები აცხადებენ, ყველა დეპუტატის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება პარლამენტში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა