ტატა ხვედელიანი - „ოცნება“ მოძალადეობრივი რეჟიმია, ყველამ დაინახა როგორ მოგვაქციეს ალყაში - მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ადასტურებს, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მოძალადეობრივი რეჟიმია.

როგორც ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარლამენტში ვითარება გიორგი შარაშიძის გამოსვლის დროს დაიძაბა.

მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმა დაზიანებები მიიღო და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

„ამით დასტურდება „ოცნების“ მოძალადეობრივი რეჟიმის არსებობა ჩვენ ქვეყანაში. საკუთარი რაოდენობრივი უპირატესობით, ასეთ ქმედებას მიმართეს. დასტურდება ის, რასაც ვიძახით, რომ ძალადობრივი რეჟიმია. მათი არაკომპეტენტური პრემიერი მობრძანდა საქართველოს პარლამენტში. ვერცერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ისევ ჩვეული დემაგოგიით სცადა გასულიყო ფონს. ბოლოს, მისი ანგარიშის შეფასების დროს, გიორგი შარაშიძის გამოსვლის დროს ატეხეს აგრესიული ქმედებები და შეძახილები. მთელი დღე მიმდინარეობდა ეს შეძახილები, სხვანაირად ვერ გასცემდნენ პასუხებს, ვერცერთ კრიტიკულ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არ არის ჩასული და დაუფარავი ანექსიური პროცესების შესახებ დუმილს არჩევს, მოძალადეობრივი რეჟიმია და ყველამ კარგად დაინახა როგორ ძალადობდნენ, როგორ მოგვაქციეს ალყაში.

ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს. მოძალადეებს აუცილებლად მივუთითებ, რომ მოძალადეები არიან. კორუმპირებულებს მივუთითებთ, რომ კორუმპირებულები არიან.

ფიზიკური დაზიანება მიიღეს დეპუტატებმა. ჩვენ სასწრაფოს გამოძახებაც მოგვიწია. მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას",- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე