ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს - მართლა ტრაგიკულია, ამათი თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში და გერმანიიდან რომ გავალებენ უზრდელობას და შენ რომ ასრულებ

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი ხელს მოაწერს ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება ქვეყნის შვილობა.

„დღეს ანგარიშში საუბარი მქონდა უამრავ საკითხზე. ელემენტარულად, ამ ქვეყნის შვილი ხომ გქვია ფორმალურად მაინც, არ უნდა გაინტერესებდეს რა ხდება ინფრასტრუქტურაში, რა ხდება ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში? არანაირი კითხვა, არანაირი ჩაღრმავება, არაფერი. რატომ? საერთოდ ისინი ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად. ჩემი რჩევა, როგორც კი ხელს მოაწერ ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება შენი ქვეყნის შვილობა. იქ უკვე გამორიცხულია რაიმე გაინტერესებდეს და პირიქით ასეთ ადამიანებს და ჩვენ ამის მაგალითი უამრავი მოგვისმენია, არ უხარიათ სპორტული წარმატება, კულტურის სფეროში წარმატება, ეკონომიკური წარმატება, ეს წყინთ. ასეთია აგენტის და ჯაშუშის ბედი, რისი მაგალითებიც არიან ამ კონკრეტული ფრაქციის წარმომადგენლები.

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, ამათი თავმჯდომარე და გერმანიიდან რომ გავალებენ უზრდელობას და შენ რომ ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას ხომ საზოგადოება ხედავს. მე ერთი „ტყუილი“ რაც ვთქვი, იყო ის, რომ გაუნახევრდათ მათ შედეგი ერთ წელიწადში. აღმოჩნდა ტყუილი, სინამდვილეში სამჯერ და მეტჯერ აქვთ შემცირებული შედეგი. მათ 2024 წლის არჩევნებში მიიღეს 161 521 ხმა და უკვე ერთ წელიწადში, როდესაც ოპოზიციაში კონკურენტი თითქმის აღარ ჰყავდათ და მეტი უნდა აეღოთ ამ დროს, მიიღეს 49 820 ხმა. ხალხი ძალიან კარგად არჩევს აგენტურას და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე