ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა

ერთია ის მიმართულებები, რაც განეკუთვნება მთავრობის საქმიანობის ძირითად სფეროს, ეს არის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ბევრი სხვა, რაზეც დღეს გვქონდა ვრცლად საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო და პრინციპული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის მთავრობისთვის არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, ქვეყანა ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავდეს ჯაშუშები და აგენტურა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა. ამისთვის გადადგმულია პირველი ნაბიჯები და ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყანა არის პატარა ქვეყანა, ძალიან ღირსეული მაგრამ პატარა ქვეყანა, შესაბამისია ჩვენი რესურსებიც, ჩვენი ტერიტორიის თუ მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე და ასეთ დროს გამოწვევებიც ბევრია და ასეთ დროს ქვეყანა ვერ მისცემს თავს იმის უფლებას რომ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავდეს ჯაშუშები და აგენტურა. შესაბამისად, ამ კუთხით არის გადამჭრელი ნაბიჯები გადასადგმელი და რა თქმა უნდა ამას უნდა დაეთმოს ჩვენი საქმიანობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. და ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ყველა მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ სულს და გულს ჩავდებთ ამ ქვეყნის განვითარებაში",- აღნიშნა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე