ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს. სერიოზული შეურაცხყოფები იყო, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლებს მმართველი გუნდის წევრების შეურაცხყოფა დავალებული ჰქონდათ.

მაჭავარიანის განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების დროს „ქართული ოცნების“ წევრების უმრავლესობა ვითარების განმუხტვას ცდილობდა.

„დავალებული ჰქონდა გიორგი გახარიას, რაც მის ქვეშემდომრებს უნდა მიეყენებინა ჩვენი გუნდისთვის. ძალიან მძიმე პირადი შეურაცხყოფები იყო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზარდა იმაში, რაშიც გადაიზარდა. ის გეგმა, რაც გიორგი გახარიას ჰქონდა, სამწუხაროა, რომ განახორციელა, რადგან თავიდანვე ჰქონდათ ასეთი შეურაცხყოფები.

შეურაცხყოფები არ იყო ერთჯერადი, სადამდეც შევძელით მოვითმინეთ.

გახარიას პარტიის დეპუტატებმა ამასთან დაკავშირებით გააკეთონ კომენტარი. კადრებში კარგად ჩანს ვის შორის დაიწყო ინციდენტი, შესაბამისად, მარტივია დასკვნის გამოტანა.

რაც შეეხება ერთი ადამიანი იყო და მთელი „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნების“ გუნდის უმრავლესობა აშველებდა, რისი შედეგიც არის ის, რომ ეს ადამიანები დარბაზიდან გავიდნენ. გიორგი შარაშიძე იყო, ვინც შეურაცხყოფებით გამოირჩეოდა დღეს. ხელიც არ მოხვედრია ისე გავიდა დარბაზიდან. მანდატურის სამსახური იყო ჩართული. „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე