ირაკლი კობახიძე - ასეთია აგენტურის ხვედრი! აგენტურა სხვანაირად ვერ მოიქცევა - ამიტომ რეკომენდაცია ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს: არცერთ შემთხვევაში ჯაშუშობის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ! ეს არის დაღუპვა!

ასეთია აგენტურის ხვედრი! აგენტურა სხვანაირად ვერ მოიქცევა - ამიტომ რეკომენდაცია ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს: არცერთ შემთხვევაში ჯაშუშობის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ! ეს არის დაღუპვა! - პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს მიემართებოდა.

ირაკლი კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ გარედან დაკვეთილი და გადანაწილებული სცენარის მიხედვით მოხდა ის, რომ აგენტურის ნაწილი - 11 „ნაცი“ პარლამენტში შესულიყო, ხოლო დანარჩენი - პარლამენტის გარეთ დატოვეს.

„არ მინდა ამ აგენტურის თავმჯდომარეზე ბევრი ვისაუბრო. „თვალთხარიას“ იმიჯი არ მოსწონთ. აცხადებენ, რომ სროლასთან დაკავშირებით ბრძანება მას არ გაუცია. ამტკიცებენ იმას, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით სროლის ბრძანება გასცა და შს მინისტრს როგორც ჩვარს ისე მოექცა. შს მინისტრი იმდენად უთავმოყვარეო იყო, რომ მინისტრის პოზიციაზე დარჩენა გადაწყვიტა - თავზე გადაახტნენ, მოექცნენ როგორც არაფერს, სროლის თაობაზე ბრძანება მის მაგივრად გასცეს და ამის შემდეგ როგორც უთავმოყვარეო კაცი თანამდებობაზე დარჩა.

გასაგებია, შესაძლოა მათთვის უფრო მისაღებია, რომ თვალთხარიას ნაცვლად, მას უთავმოყვარეო ერქვას - ეს მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ, რა მძიმე დილემის წინაშე არიან. ამის მტკიცება საკუთარ თავმჯდომარეზე უწევთ, რომ არის არა თვალთხარია, არამედ უთავმოყვარეო!

ფაქტებით დავამტკიცეთ, რომ გავრილოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთობლივად იყო მიღებული - გამორიცხულია, როცა საქმე უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრს ეხება, პირი საზღვარზე შს მინისტრის გარეშე შემოვიდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ თქვა ისიც, რომ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლა უნდათ, ურჩევს, არცერთ შემთხვევაში, აგენტობას ხელი არ მოაწერონ.

„მახსოვს, პოპულარიზაციას ცდილობდნენ აგენტობის და მიჯნავდნენ ქვეყნებს ერთმანეთისგან. ამბობდნენ, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს სათაკილო და რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს არათუ მისაღები, არამედ მისასალმებელიც და ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. მათ, რეალურად, ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა",- განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე