გლდანის ციხესთან ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა

გლდანის ციხესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა.

ციხესთან მივიდნენ ექიმის ოჯახის წევრები, კოლეგები და მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აკადემიკოსს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ექიმების დაშინება და ზეწოლა საზოგადოებას დაუბრუნდება ძალიან ცუდად. მათი თქმით, ექიმი, რომელიც უსამართლობას არ ეპუება, საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაბაძი.

„სიზმარშიც კი ვერ წარმომედგინა, ასეთი კეთილშობილი და უნიჭიერესი ადამიანის ციხეში მოთავსება. სოლიდარობა მას და ყველა პოლიტპატიმარს“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებენ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები