ჩვენი ინტერესია, რომ ვისაუბროთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე და არა იმაზე, რომ ერთმა „ქოცმა“ როგორ სცემა მეორე „ქოცი“, შედარებით ნაკლები კრიმინალი, თუმცა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ადამიანებს თვალები დათხარა იმიტომ, რომ „გავრილოვის ღამეს“ და ოკუპაციას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა „ქართულ ოცნებას“, არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის.
„ქართული ოცნება“ არალეგიტიმური სტრუქტურაა, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის. მოღალატეები რომ არიან კარგად ჩანს, ცხინვალის რეგიონის ანექსიის მცდელობა რომ აქვს რუსეთს და ხმას რომ არ იღებენ. გამოჩნდა, რომ კრიმინალები არიან და მანამდეც იცოდა ეს საზოგადოებამ, ეს რეჟიმი კრიმინალური მენტალიტეტისა და აზროვნებისაა, რომელმაც კრიმინალური მეთოდებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, კრიმინალური მეთოდებით არჩევნების გაყალბების შემდეგ.
ეს მათი გამონაყოფი შეუერთდა მათ არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის. ჩვენი ინტერესია, რომ ვისაუბროთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე და არა იმაზე, რომ ერთმა „ქოცმა“ როგორ სცემა მეორე „ქოცი“, შედარებით ნაკლები კრიმინალი, თუმცა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ადამიანებს თვალები დათხარა იმიტომ, რომ „გავრილოვის ღამეს“ და ოკუპაციას აპროტესტებდნენ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა, ასევე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა, რომ ისევ იმ აზრზეა მის შეწყალებასთან დაკავშირებით - „არა და არასდროს“.
„სალომე არ არის ის ადამიანი ვინმეს, ჭკუა რომ ასწავლოს. მას ადამიანობაც არ ჰყოფნის, პოლიტიკურ გამჭრიახობაზე აღარ ვსაუბრობ, რომ შეცდომა აღიაროს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალება შეეძლო და არ შეიწყალა. 12 წელ-ნახევარში, 6 წელი არის მისი მისჯილი, ამიტომ არ აქვს მორალური უფლება რაიმე თქვას.
გავრილოვის დროსაც ვერ მიხვდა, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი იყო, ჩვენ 14 წლის წინ ვსაუბრობდით, რომ ესენი რუსები არიან და ამ ადამიანს გავრილოვის ღამეც არ ეყო, რომ ამას მიმხვდარიყო. უხერხულია, მან ვინმეს რაიმე ასწავლოს“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, ის თავის დროზე არა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანდა, არამედ მის მიერ გაჟღერებული იდეების გამო.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი იყო ის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თანამდებობაზე წასვლის შემდეგ საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
„თავად მოჰყვა, რომ ივანიშვილს მასთან არანაირი ახლობლური ადამიანური ურთიერთობა არ აკავშირებდა და ივანიშვილმა ზემოდან ინსტრუქცია მიიღო და ჰკითხა, კიდევ ხომ არ უნდოდა პრეზიდენტობა.
ის იყო მიხეილ სააკაშვილის მოწვევით საგარეო საქმეთა მინისტრი და რომელმაც თანამდებებიდან წასვლის შემდეგ თქვა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი თვითმფრინავები, რომ ჩვენ ჩვენი თავი დავბომბეთ და რომ ომი საქართველომ დაიწყო. ასეთი ადამიანი სჭირდებოდა რუსეთს, რომ საქართველოს, თუნდაც ფორმალური პრეზიდენტი გამხდარიყო, რომელიც ასეთი რამის მთქმელი იქნებოდა და დღესაც არ ინანიებს ამას. ახლა მივხვდი, რომ რუსები არიანო. რა უნდა საერთოდ პოლიტიკაში, თუ "გავრილოვის ღამეს" ვერ მიხვდა, რომ რუსები არიან? იმ ღამეს სალობიეში იჯდა და მომიტინგეებს ლანძღავდა“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.