ვოლოდიმირ ზელენსკი - URC 2026 კონფერენციის შედეგად უკრაინისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის 160 შეთანხმება გვაქვს

URC 2026 კონფერენციის შედეგად უკრაინისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის 160 შეთანხმება გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გდანსკის კონფერენციის შედეგები პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განიხილა.

„განვიხილეთ მიღწეული შეთანხმებები: უკრაინისთვის 160-ზე მეტი შეთანხმებაა გაფორმებული, რომელთა საერთო ოდენობა 10 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებები ენერგეტიკა და რეგიონების აღდგენაა.

ცნობისთვის, უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია (URC 2026) 25-26 ივნისს, ქალაქ გდანსკში უკრაინისა და პოლონეთის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა