მაკა ბოჭორიშვილი - ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას

ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას. სწორედ ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, აძლიერებს იმ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს, ჩვენთვის ეს ფაქტობრივად ღია თემაა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უცხოური გავლენებისა და ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაშინ როდესაც დავიწყეთ საუბარი უცხოური გავლენებისა და ჩარევების შეზღუდვაზე, და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, თქვენ ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა ამ მცდელობებსა და ნაბიჯებს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური, რომ სწორედ კანონმდებლობა და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება. ამ შემთხვევაში საუბარი ეხება უცხოურ გავლენებს. ეს კიდევ ერთხელ დასტურია, რომ საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას, რასაც ჰქვია უცხოური გავლენები და ჩარევები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე