ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „თუ აგრესია განმეორდება“, პასუხი „უფრო მასშტაბური იქნება“

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებზე იერიშების შემდეგ, რეგიონში ამერიკელი სამხედროების პოზიციებს დაარტყეს.„თუ აგრესია განმეორდება, ჩვენი პასუხი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

ასევე, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ირანს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე კონტროლის უფლება აქვს.

„თუმცა, აშშ-მა სხვადასხვა ფრონტის პროვოცირებით ამ ვალდებულების დარღვევა სცადა, რასაც საჭირო პასუხი გაეცა და მომავალშიც გაეცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები