ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვალდაის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა ვალდაიში პარასკევს საღამოს გაიმართა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებებს არ გააკეთებდნენ.

ასევე, პესკოვის ცნობით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა იგეგმებოდა.

ცნობისთვის, პუტინსა და ლუკაშენკოს შორის შეხვედრა ბოლო დროს ბელარუსსა და უკრაინას შორის დაძაბულობის გაზრდის ფონზე გაიმართა.

19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რეტრანსლატორების გასათიშად, რომლებიც რუსული დრონების მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების სიზუსტეს უზრუნველყოფენ. ზელენსკის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ამას თავად გააკეთებდა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ 22 ივნისს ბელარუსში რეტრანსლატორების მუშაობა შეწყდა.

ამასთან, ხუთშაბათს ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ მინსკში ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები