სუს-ის უფროსი, გეკა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, ანდრანიკ სიმონიანთან.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას”, - აღნიშნავს სუს-ი.

გეკა გელაძემ სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები - თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები