ბერდია სიჭინავა - ძალადობა სისტემურია და უკვე “ოცნების” მოუშორებელ დამღად იქცა - გუშინ დარბაზიდან პოლიტიკურად “გალახული” და რეპუტაცია შერყეული მხოლოდ “ოცნება” გამოვიდა

ძალადობა სისტემურია და უკვე “ოცნების” მოუშორებელ დამღად იქცა - პირდაპირ ეთერში ვხედავდით პარლამენტში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ თავდასხმასა და ძალადობას, რომელიც გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ ხდებოდა - რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გორში მოქალაქის წამება, “ოცნებას” შეაწუხებდა და რეაგირებას მოახდენდა?! – ამის შესახებ განცხადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, გუშინ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიტიკურად დაზარალებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ნაცემი კი- „ქართული ოცნება“ გამოვიდა.

„უკვე ცივი გონებით შეგვიძლია შევაფასოთ გუშინ მომხდარი ფაქტები და შედეგები, რომელიც ასე გამოიყურება:

“ოცნების” შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა;

ძალადობა სისტემურია და უკვე “ოცნების” მოუშორებელ დამღად იქცა - პირდაპირ ეთერში ვხედავდით პარლამენტში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ თავდასხმასა და ძალადობას, რომელიც გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ ხდებოდა - რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გორში მოქალაქის წამება, “ოცნებას” შეაწუხებდა და რეაგირებას მოახდენდა, რომ არა საჯაროდ გავრცელებული კადრები და საზოგადოების რეაქცია?!

“ოცნება” განსხვავებულ აზრს ვერ იტანს და უპირისპირდება საკანონმდებლო რეპრესიებითა და ძალადობით ყველა სივრცეში - პარლამენტში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა, რომ მიზანი მხოლოდ ერთია - განსხვავებული აზრის დევნა და ჩახშობა - მათ შორის კონსტიტუციურ, პოლიტიკურ ორგანოში;

ანგარიშში აღწერილი ვირტუალური საქართველო რეალობად ვერ გასაღდა, რადგან კობახიძეს არ ჰქონდა პასუხები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, ანექსიაზე, ძალადობაზე, რეპრესიებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე, ჩამონგრეულ საგარეო პოლიტიკაზე;

”ოცნება” იმდენად უსუსურია, რომ მართალ სიტყვას ძალადობით უპირისპირდება. ეს სწორედ მაშინ ხდება, როცა არც სიმართლეა შენს მხარეს და არც ინტელექტუალური რესურსი დაგრჩა პარლამენტში - სიტყვას სიტყვით დაუპირისპირდე;

“ოცნების” სისტემამ ოლიმპიურ ჩემპიონებს გაუნადგურა საზოგადოებრივი აღიარება, რეპუტაცია და წაართვა ხალხის საყოველთაო სიყვარული, რადგან ასეთი სისტემები ვერ იტანს ავტორიტეტებს და მის საოპერაციო მუშაობის მოდულთან უბრალოდ შეუთავსებელია. იმედი მაქვს, აცნობიერებენ, რა გააკეთებინეს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ჩემპიონებზე წუხს საქართველო, თორემ უსახური და უბიოგრაფიო დეპუტატები იმად დარჩებიან მთელი ცხოვრება, რასაც ახლა წარმოადგენენ.

გუშინდელი ამბის მთავარი პოლიტიკური დაზარალებული არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც საკუთარმა გუნდმა სპეციალურად მოუწყო ეს, თუ სიმართლის მოსმენისგან კონტროლდაკარგულმა საკუთარ თავს - თავად გაუკეთა, არ ვიცი.

გუშინ ძალადობაზე ხალისობდა “ოპოზიციონერი” რადიკალებისა და ცალკეულ ვითომ აქტივისტების ნაწილი, რომელთა ბრძოლა არის სრული ფარისევლობა, არა ღირებულებების, ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებისთვის, არამედ მხოლოდ

ძალაუფლებაში მოსასვლელად, რომ ძალადობაზე ექსკლუზივი გააჩნდეთ და იმავეს კეთების შესაძლებლობა. ამიტომ, არ აირჩევს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მათ არასოდეს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, გუშინ იმ დარბაზიდან პოლიტიკურად “გალახული” და რეპუტაცია შერყეული მხოლოდ “ოცნება” გამოვიდა.“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები