„ოპოზიციის ალიანსი“ - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა - მის  ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს

„ოპოზიციის ალიანსი“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ალიანსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაშია. ის უკანონო სასჯელს იხდის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის საბაბით. სინამდვილეში რეჟიმი მას არ პატიობს თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებასა და სოლიდარობას. ეს თავად რეჟიმის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს საჯარო განცხადებებით.

ბოლო თვეების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. გამუდმებული ტკივილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ადამიანის წამების ტოლფასია.

რეჟიმის წარმომადგენლები ტყუიან, როცა აცხადებენ, თითქოს ელენეს მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სინამდვილეში, ის მოკლებულია სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას და ეს დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი გაუარესებით.

პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენეს ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. აგრეთვე, რუსული რეჟიმის თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის წინასწარი განზრახვით დაზიანებისთვის მოუწევთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამებრძოლს, პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას. ჩვენთვის ცხადია, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის.

ვაცხადებთ, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვიბრძვით თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, - წერია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები