უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავი „მიგ-29“ საბრძოლო დავალების შესრულებისას ჩამოვარდა

უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავი „მიგ-29“ საბრძოლო დავალების შესრულებისას ჩამოვარდა , - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, „მიგ-29“-ის ტიპის თვითმფრინავი საბრძოლო დავალებას პოლტავის ოლქში ასრულებდა, როდესაც მასთან კავშირი დაიკარგა.

თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახდინა, რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ჯგუფს დაუკავშირდა.

„მიგ-29“-ის პილოტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება