რადოსლავ სიკორსკი - ომში ინიციატივას რუსეთი აღარ ფლობს

ომში ინიციატივას რუსეთი აღარ ფლობს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა

„უკრაინამ შავ ზღვაში უდავოდ გაიმარჯვა. რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეში უპირატესობა ნამდვილად არ აქვს. მას შეუძლია რაკეტების და დრონების გაშვება, მაგრამ არ შეუძლია უკრაინის თავზე თავისუფლად ფრენა. სახმელეთო ბრძოლა ჩიხში შევიდა, უკრაინამ კი, როგორც ჩანს, დონბასიდან ყირიმამდე სტრატეგიულ ავტომაგისტრალზე კონტროლი დაამყარა“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, „ომები სხვადასხვა ფაზებს გადიან“.

„როგორც ჩანს, ფაზა, როდესაც ინიციატივას რუსეთი ფლობდა, დასრულდა“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება