უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები

უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

წყალდიდობამ დააზარალა მოსახლეობის ნაწილი, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

დაიტბორა ქუჩები, წყალმა რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გრუნტოვანი გზები და ხიდების ნაწილი.

„სენაკში, წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემურ ადგილებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები.

სენაკის მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.

პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები”, - აღნიშნავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს