რობერტ ფიცო - დღის წესრიგში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი აღმოჩნდეს - სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ნატოს-სგან უკრაინისთვის მრავალმილიარდიან დახმარებას “მესამე მსოფლიო ომის” შიშით ეწინააღმდეგება.

რობერტ ფიცოს შესაბამის განცხადებებს სლოვაკური მედია ავრცელებს.

ფიცოს თქმით, ის ეწინააღმდეგება ნატო-ს გეგმებს, რომლებიც 7-8 ივლისს ანკარას სამიტზე იქნება განხილული და რომლებიც უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების მიწოდებას ეხება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ეს დახმარება როგორც “მასშტაბური” დაახასიათა და განაცხადა, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში ის ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს თავდაცვის მინისტრ, რობერტ კანილაკის მონაწილეობით.

ფიცოს თქმით, ის მოლაპარაკებების წარმოებას ისეთი ფორმით აპირებს, რომ სლოვაკეთის დელეგაცია სამიტზე “შემდგომ სამხედრო სესხებში და ფინანსურ შენატანებში სლოვაკეთის ჩართვის” მანდატის გარეშე გაემგზავროს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეუძლია სხვა ქვეყნებს შეუშალოს ხელი, რომლებსაც “ომისთვის მომზადება სურთ”.

“იცით რა შეიძლება მოხდეს? არ დრონი შემოფრინდება, ნებსით თუ უნებლიეთ, საცხოვრებელ სახლს დაეცემა, იქნებიან დაღუპულები და დაშავებულები, და ჩვენს დღის წესრიგში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი აღმოჩნდეს. ამიტომ, სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არანაირი მხარდაჭერა ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს,” - განაცხადა ფიცომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები