ფილარმონიიდან პარლამენტამდე ყოველკვირეული მარში მიმდინარეობს.
დღევანდელი მარშის ლოზუნგია: "თავისუფლება სინდისის პატიმრებს".
დღეს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა განცხადება გააკეთეს და მოქალაქეებს მარშზე მისვლისკენ მოუწოდეს.
მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.