ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მოინახულებენ, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი აცხადებს, რომ პაციენტს დილით კვლავ მოინახულებენ, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

ამის შესახებ ელენე ხოშტარიას ექიმის, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ანი ქავთარაძისა და პენიტენციური სამსახურის დირექტორის გიორგი პატარიძის შეხვედრის შემდეგ ექიმმა მაკა იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე იყო ხანგრძლივი საუბარი, ექიმი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას დიაგნოზიდან გამომდინარე პათოლოგია საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას.

"იყო ხანგრძლივი საუბარი. დაწვრილებით საუბარი იყო ქალბატონი ელენეს მდგომარეობაზე.რატომ შეიცვალა დიაგნოზი, რა საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი. რა სჭირდება პაციენტს იმისთვის, რომ ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. შევთანხმდით, რომ დილით შევალთ პაციენტთან და 14:00 საათზე, ისევ ამ დაწესებულებაში შევხვდებით დეტალურად დასაზუსტებლად, თუ რა არის აუცილებელი, რომ პაციენტი ელენე ხოშტარია იყოს კარგად", - განაცხდა ექიმმა და დასძინა, რომ "პათოლოგია საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში