ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით,  რამდენიმე კვირაში გადადგება და სერბეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ის რამდენიმე კვირაში გადადგება და სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ვუჩიჩის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც ხელისუფლებაში 13 წელი იმყოფება, შაბათს, 27 ივნისს, პროსამთავრობო მიტინგზე განაცხადა, რომ ის რამდენიმე კვირაში გადადგება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

“მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ გადავდგები,” - განაცხადა ვუჩიჩმა.

მიტინგზე ვუჩიჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის თავის “სერბეთის პროგრესულ პარტიას” ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის დაეხმარება.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ვუჩიჩის განცხადება ანტიკორუფციული პროტესტების ფონზე გაჟღერდა, რომლებიც სერბეთში წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლებსაც ხშირად თან ახლავს ძალადობა.

ასევე, აღნიშნულია, რომ სერბეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ ბელგრადს ჯერ კანონის უზენაესობის გაუმჯობესება სჭირდება, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ამოძირკვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები