უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპული დავით ქუქჩიშვილია.
ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის - იგორ ბეკურაშვილის და გიორგი დამენიას - დაღუპვის შესახებ.