აშშ-მა ირანში სამიზნეებს დაარტყა - ირანმა კი ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ობიექტებს რაკეტებით და დრონებით შეუტია

აშშ-ის სამხედრო ძალებმა, პრეზიდენტის მითითებით, ირანის მხრიდან აგრესიის გაგრძელების საპასუხოდ, ირანში სამიზნეებზე დამატებითი დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.

„აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და ნაღმების განთავსების ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემზე თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანს მიეცა შანსი, დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, თუმცა ირანმა არ გააკეთა ეს და მისმა ძალებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის წინააღმდეგ დრონი გაუშვეს.

„ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს დარტყმები განახორციელეს ირანის მიერ კომერციული გადაზიდვების წინააღმდეგ აგრესიის საპასუხოდ. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, დრონების შესანახი ობიექტები და ნაღმების განთავსების ობიექტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

CENTCOM-ში აცხადებენ, რომ კომერციული გემები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობას აგრძელებენ. მოგვიანებით, "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა.

Reuters-ის ცნობით, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და „ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას გამოიწვევს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში