რუსთავის ციხესთან მსჯავრდებული აქტივისტის, ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის ქალთა ციხესთან, მსჯავრდებული აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ნანა სანდერს, რომლის თქმით, „ციხეში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია“.

მეგობრების განცხადებით, ნანა სანდერის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა. მათ დღეს ციხესთან მიიტანეს საპროტესტო პლაკატები და სანდერის გათავისუფლება მოითხოვეს.

„ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნანას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ მხნედ იყოს და ელემენტარული პირობები ჰქონდეს, რადგან ის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. მის მიმართ დადგა ძალიან მკაცრი, არასამართლიანი განაჩენი. მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ მას“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე კი აღნიშნავს, რომ ნანა სანდერი პირველი ემიგრანტი ქალია, რომელიც ხელისუფლებას ტყვეობაში ჰყავს.

„ნანა სანდერი 16 წელი იყო ემიგრაციაში და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო, ახლა არის გამოკეტილი საკანში. გვინდა იცოდეს, რომ ციხის გარეთ ვინც ვართ, ის ადამიანები, მის გვერდით ვართ. აქ მოვედით, რომ გავამხნეოთ, მხარი დავუჭიროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ემიგრაციაში მყოფი ქართველებიც და პროტესტში ჩართული ადამიანებიც აქტიურად გავაგრძელებთ ბრძოლას მისი თავისუფლებისთვის. გვინდა, რომ მისი ხმა კიდევ უფრო მეტად ისმოდეს“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ცნობისთვის, ნანა სანდერი 4 ოქტომბრის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში