ლაშა ფარულავა - ალიანსში არის პრობლემები და არასამუშაო გარემო - „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გადაგვიტანია

ალიანსში არის პრობლემები და არასამუშაო გარემო - „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ არაერთი ბრძოლა და არაერთი წინააღმდეგობა გადაგვიტანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფარულავას თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ არიან ადამიანები, რომლებმაც „ანტი-მიშა“ პროპაგანდით შექმნეს კალაპოტი და ამით მთელ პროცესს აზიანებენ.

„ოპოზიციის ალიანსი“ იყო ერთად და ერთფეროვნების გარეშე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხაზი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ, უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ, მათ შორის, ქუჩაში, რაც შეეხება ახალ არჩევნებს, ახალი არჩევნები შესაძლებელია მხოლოდ წნეხით და გარედან სანქციებით. ჩვენ ამ პარადიგმის ერთგულები ვართ, უბრალოდ არის არასამუშაო გარემო, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული სუბიექტების არაკეთილსინდისიერი ქცევიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვაგრძელებთ პროტესტს და ბრძოლას. რაც შეეხება ალიანსში არასამუშაო გარემოს, ცხადია, პოლიტიკური პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობას იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც არა მხოლოდ კეთილსინდისიერები არიან, არამედ გულწრფელები არიან და აგრძელებენ ჩვენთან ერთად ბრძოლას.

„ნაციონალური მოძრაობა“ 14 წელია ამ ბრძოლის სპირალშია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ და ივანიშვილის რეჟიმს მივაყენოთ მნიშვნელოვანი დანაკარგები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ასპარეზზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. რაც შეეხება ალიანსსა და იქ მყოფ სუბიექტებს, რომლებსაც არაკეთილსინდისიერება ახასიათებთ, სწორედ ამ მოდუსიდან გამომდინარე, არის პრობლემები და არასამუშაო გარემო, ცხადია, პოლიტიკური პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ არაერთი ბრძოლა და არაერთი წინააღმდეგობა გადაგვიტანია.

არაკეთილსინდისიერები არიან ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან „ანტი-მიშა“ პროპაგანდით და ქმნიან ისეთ კალაპოტს, რომელიც დამაზიანებელია არა მხოლოდ ალიანსისთვის, არამედ იმ ბრძოლისთვის, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების მიღებას.

როდესაც საერთო კალაპოტს აზიანებენ კონკრეტული სუბიექტები და კონკრეტული ადამიანები, ცხადია, მათთან ერთად ამ „ანტი-მიშა“ კამპანიაში ჩვენ არა თუ არ მივიღებთ მონაწილეობას, არამედ ამ ადამიანების გარეშე გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა ფარულავამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც საკანონმდებლო ორგანოში მოხდა, უღირსი ქცევაა და ამას ტრადიციასთან და ქართულთან საერთო არაფერი აქვს.

„ჩვენ ვნახეთ ფარისევლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც კანონის დონეზე ებრძვის თურმე სიძულვილს და თუ ვინმე სიძულვილს, ანგარიშსწორებას, პოლიტიკურ ვენდეტას აღვივებს, ამ სიძულვილის კულტივაციას ახდენს და ერს ხლეჩს, არის „ქართული ოცნება“ ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც ვნახეთ არალეგიტიმურ პარლამენტში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, არ შეიძლება მათთან ერთად ყოფნა პარლამენტში იმიტომ, რომ ვნახეთ ვერცხლის მოყვარეობის ის ხარისხი, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს აქვთ. როგორ შეიძლება სამჯერ ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ვერცხლის მოყვარეობის გამო აკეთებდე იმას, რასაც აკეთებ. როგორ შეიძლება ხროვით თავდასხმა ერთ ადამიანზე? ეს არ არის არც ქართული, არც ღირსეული ქცევა და არ ჯდება ჩვენს ტრადიციებში და სამწუხაროა, რომ ამას ხელს უწყობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის არიან თავიანთი სპორტული მიღწევებით წარმატებულები“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს