ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა.

პარტიის დამფუძნებელმა ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია.

პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ვახტანგ კაპანაძე; ვალერი ჩეჩელაშვილი; რუსუდან თევზაძე; ნიკოლოზ ხატიაშვილი; გიორგი ანთაძე.

პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები არიან ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეა გიორგი შალამბერიძე, ხოლო წევრები ბექა ბოჭორიშვილი; ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას ზურა შარაშენიძე დაიკავებს.

„დღეს არის პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა, მაგრამ ყოველგვარი პირფერობის გარეშე მინდა ვთქვა - ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო დრომ და იმ მოლოდინებმა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი არის ამ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე დიდი მოგზაურობის დასაწყისია. იმედია, ეს მოგზაურობა ამ მოლოდინების საპასუხო იქნება. რაც შეეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობას, ღია ვართ ყველასთან საურთიერთოდ. გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ალიანსთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ „ჯერ საქართველოს" აქვს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ განვითარდეს ალიანსს მიღმა, თუმცა ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ კონტაქტებს. ასეთი კონტაქტები იყო, არის და დარჩება ჩვენს ხელწერად",-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში