წალენჯიხის არტ-მეურნეობამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა

წალენჯიხის არტ-მეურნეობამ ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსულ ბავშვებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებისთვის არტ-მეურნეობის თეატრმა ტერენტი გრანელის ცხოვრებაზე დაფუძნებული სპექტაკლი „არამედ რაღაც სხვა“ წარადგინა.

როგორც არტ-მეურნეობაში აცხადებენ, პროგრამა მხოლოდ თეატრალური წარმოდგენით არ შემოიფარგლა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, კულტურასა და ადგილობრივ გარემოს, მონაწილეობა მიეღოთ კულტურულ-შემეცნებით აქტივობებში და მოენახულებინათ სხვადასხვა ისტორიული ადგილი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ბევრი ბავშვისთვის ეს პირველი თეატრალური წარმოდგენა და ენგურს გამოღმა საქართველოში პირველი მოგზაურობა იყო.

არტ-მეურნეობაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შეხვედრები ადამიანებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას ემსახურება.

„ნდობა და ურთიერთგაგება ერთ დღეში არ ყალიბდება. მსგავსი ინიციატივები ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებას ემსახურება“, – აცხადებენ არტ-მეურნეობაში.

მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პროექტების შედეგი მყისიერად ყოველთვის არ ჩანს, უშუალო კომუნიკაცია, ერთმანეთის გაცნობა და საერთო გამოცდილება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთნდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

„ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვების მასპინძლობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრების პროექტს წალენჯიხის არტ-მეურნეობა მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. ორგანიზატორების განმარტებით, ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებს შორის პირდაპირი ურთიერთობების, ნდობისა და საერთო კულტურული სივრცის გაძლიერება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში