ვლადიმერ პუტინი - აუცილებლად გავუმკლავდებით ჩვენ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს - რუსეთი ან ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება, ან საერთოდ აღარ იარსებებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა მიმართულებით უკან იხევენ და ტერორისტულ მეთოდებს მიმართავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ კიევის რეჟიმის წახალისებას, რომელიც მათ რუსეთთან ბრძოლაში ტარანად აირჩიეს და თანაც არ ინდობენ უკრაინელ ხალხს. ეს რეჟიმი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე უკან იხევს, ღიად ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა. სხვაგვარად როგორ შეიძლება შეფასდეს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმები, ასევე პრაქტიკულად ღია რეკრუტირება ჩვენს ქვეყანაში, რათა გადაიბირონ გარეწრები დივერსიებისა და ტერორისტული აქტების ჩასადენად“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი „ამ ყველაფრის არშემჩნევას ამჯობინებს“ და „ამავე დროს სწორედ ჩვენ წინააღმდეგ აწესებს სულ უფრო მეტ უკანონო სანქციას - ხაზს ვუსვამ, უკანონო სანქციებს“.

მისი მტკიცებით, რუსეთს საკმარისი ძალა, რესურსები და პოლიტიკური ნება აქვს, ნებისმიერ გარე ზეწოლის გასაძლებად და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„რუსეთი თავდაჯერებულად ეწინააღმდეგება ჩვენი განვითარების შეფერხების ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა, რესურსები და პოლიტიკური ნება. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ვხედავთ პრობლემებს, ვაცნობიერებთ მათ, ვპასუხობთ, მაგრამ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და რუსეთის საზღვრების ურღვევობას გრძელვადიანი ისტორიული პერსპექტივისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი აუცილებლად გადალახავს ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას, მათ შორის „ტერორისტულ თავდასხმებს“ ქვეყნის ტერიტორიაზე და ინფრასტრუქტურაზე.

„აუცილებლად გავუმკლავდებით ჩვენ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის მტკიცებით, არასდროს არავის მიუღწევია რუსეთის დასუსტებისთვის და ამას ვერც მომავალში ვერავინ მიაღწევს.

„ცდილობენ, ნებისმიერი გზით დაგვასუსტონ, თავიდან მოგვიშორონ, როგორც მსოფლიო ფაქტორი, „რომელიც ყოველთვის ბოროტების გზაზე დგას“. ეს არასდროს არავის გამოსვლია, არც ახლა გამოუვა და არც მომავალში. რუსეთი ან ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება, ან საერთოდ აღარ იარსებებს. როგორც კი მცირედ სისუსტეს გამოვავლენთ, მაშინვე წყვეტენ ანგარიშის გაწევას და ძალის ენით იწყებენ საუბარს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პარტია და კანდიდატი ერთად იმუშავებს რუსი ხალხის ერთიანობის გასაძლიერებლად და არასდროს დააყენებს საფრთხეს ქვეყნის ერთიანობას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში