ლევან ნატროშვილის განმარტებით, ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოსგან ითხოვს დასაბუთებას კითხვაზე, რა გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველი

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოსგან ითხოვს დასაბუთებას კითხვაზე, რა გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველი.

„25 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო არსებითი გახილვა საჩივარზე, რომელიც ხუთმა ორგანიზაციამ გასული წლის ოქტომბერში შევიტანეთ. საჩივარი ეხება ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. გასული წლის აგვისტოში პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ დააყადაღა შვიდი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში, აქედან ხუთმა ორგანიზაციამ ქვეყნის შიგნით გავიარეთ ყველა სამართლებრივი ინსტანცია და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მოხდა კომუნიკაცია ევროპული სასამართლოს მხრიდან, მან კითხვები გაუგზავნა საქართველოს სახელმწიფოს მთავრობას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. კითხვები ეხება იმას, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩვენი ანგარიშების დაყადაღება, გამოძიებისთვის რატომ იყო საჭირო ის, რომ ანგარიშები დაყადაღებულიყო. ითხოვენ დასაბუთებას იმისა, თუ რა გახდა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველი. დავა მიმდინარეობს რამდენიმე მუხლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქმედებით დაირღვა იმ გაერთიანების თავისუფლების პრინციპი, რომელიც ევროპულ კონვენციაში არის გაწერილი, ასევე, ვფიქრობთ, რომ გაუმართლებლად შეიზღუდა საკუთრების უფლება. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ-ერთი მუხლი ეხება იმას, რომ სახელმწიფომ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება დაფარული მიზნების შესასრულებლად“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ცნობისთვის ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამონათვალი, რომელთაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, ასეთია : „სოციალური სამართლიანობის ცენტრი", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)" და „საფარი".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში