თენგიზ შარმანაშვილი - პროვოკაციის დამწყები იყო გიგა ფარულავა - როცა დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა?

ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს - როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩხუბის დაწყების შემდეგ დეპუტატების ნაწილი პროცესში, მეორე ნაწილი კი გაშველებაში მონაწილეობდა.

„უწყვეტი კადრები არსებობს - ეს ჩხუბი დაიწყო გიგა ფარულავამ. მან პირველად გამოიყენა ძალა, ხელაძეს მოუქნია ხელი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდგომში ნაწილი პროცესში მონაწილეობდა, მეორე ნაწილი გაშველებაში მონაწილეობდა, მაგრამ ფაქტი ერთია: ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ეს არის ფაქტი. ახლა დანარჩენი როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ.

ბოდიში პირდაპირ თქმისთვის, მაგრამ როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა?

საქმე ის არის, რომ პირველად ძალა გამოიყენა დეპუტატმა ფარულავამ. ახლა ეს უნდა მოეთმინა ვინმეს? ეს ხელი რომ მოხვდა, დედის გინებაც უნდა მოეთმინა და ყველაფერი უნდა მოეთმინა? ეს არის მხოლოდ თეორიული მსჯელობა. როდესაც ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ჩხუბი ატყდება და უკვე ვინმე ძალას გამოიყენებს, იქ, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა.

საზოგადოდ რომ ეს მოსაწონი არ არის, თვითონ გორდულაძემაც ტელევიზიით განაცხადა და ბოდიში მოუხადა საზოგადოებას - ფარულავას კი არ მოუხადა, არამედ საზოგადოებას, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა თვითონაც და ამაში მონაწილეობა მიიღო. რა თქმა უნდა, ეს არაფრით არ შეიძლება მოსაწონი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ცალმხრივად გააშუქო და თქვა, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა, რომ როდესაც ადამიანი ხელს გაგარტყამს და თან დედასაც შეგაგინებს, შენ ვალდებული ხარ ჩუმად იყო და არაფერი არ გააკეთო, ესეც ძალიან უცნაური შეფასება იქნებოდა არსებული სიტუაციის”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე საუბრობს და რა პოზიცია ექნება ამაზე მას, შარმანაშვილმა განაცხადა, რომ „არ უნდა დაავიწყდეთ პირველი ხელი ვინ გაიქნია“.

„არაფერი. ამას თუ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, ისინი დაიწყებენ ამაზე, ამის შესწავლას. მაგრამ პირველი ხელი ვინ გაიქნია, ის არ დაავიწყდეთ და თუ იმის, კაცის გაწირვას აპირებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს