სი ძინპინი ალექსანდრე ლუკაშენკოს - ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში

ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

„ჩინეთმა და ბელარუსმა უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას მაღალ დონეზე და კიდევ უკეთესი სარგებელი მოუტანონ ორივე ქვეყნის ხალხებს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა გააგრძელოს ბელარუსის განვითარებისა და მშენებლობის ხელშეწყობა.

თავის მხრივ, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები „ისტორიულ პიკზეა“.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ის რუსეთს სტუმრობდა და ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში