„თალიბანის“ განცხადებით, პაკისტანის თავდასხმებს ავღანეთში ათობით ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანმა ავღანეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე პროვინციებში საჰაერო დარტყმები განახორციელა და სახმელეთო ჯარები გაგზავნა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის ოფიციალური პირებმა განაცხადეს.

„თალიბანის“ წარმომადგენლების განცხადებით, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ათაულა ტარარმა განაცხადა, რომ 29 მებრძოლი დაიღუპა მათი სამალავი ადგილების დაბომბვის შედეგად და დასძინა, რომ დარტყმები იყო პასუხი „უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე“.

ცნობისთვის, პაკისტანი ავღანეთს იმ ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ. „თალიბანის“ მთავრობა ამ ბრალდებას უარყოფს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში