ტატა ხვედელიანი - პრემიერისა და მთელი მთავრობის, მათ შორის, შს მინისტრის თვალწინ მოხდა პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა - 3 დღე გავიდა და არანაირი რეაგირება, მაშინ, როცა გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილ და ორგანიზებული თავდასხმაზე“ გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, თუმცა საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე რეაგირება არ აქვს.

როგორც ხვედელიანი წერს, დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს.

„ქვეყნის პრემიერისა და მთელი მთავრობის, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ მოხდა საქართველოს პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა.

უკვე 3 დღე გავიდა. არანაირი რეაგირება, მაშინ, როდესაც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო. ამავე დროს, მზია ამაღლობელი ციხეში ზის პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო; 4 შვილის დედა - ბანერის ფლომასტერით გაფერადებისთვის; მშვიდობიანი, უდანაშაულო მსახიობები კი საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის.

ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით!

ამ დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი, ყველა #არჩილგორდულაძე, პასუხს აგებს,“ - წერს ხვედელიანი.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში