ლევან სამუშიას განცხადებით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი, დაიწყეს თუ არა გამოძიება პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი, დაიწყეს თუ არა გამოძიება პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

სამუშიას შეფასებით, ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას.

„ჩვენ ვიხილეთ ჯგუფური ძალადობა თანამდებობის პირების მხრიდან მეორე სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნულ შემთხვევაში უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - დაიწყო, თუ არა მყისიერად გამოძიება და თუ დაიწყო, რა ეტაპზეა? ამ შემთხვევაში, მყისიერი და ეფექტური გამოძიების რა ნიშნებს ატარებს, თუ დაწყებულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც სხვა საქმეებზე იწყება გამოძიება კომენტარს აკეთებენ, როცა ეს ოპოზიციას და მის მომხრეებს ან სხვა რიგით მოქალაქეებს ეხება. უნდა დაისვას მეორე კითხვა, რომ არ ყოფილიყვნენ ამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რა ქმედება და რეაგირება ექნებოდათ პროკურატურას და სამართალდაცვით ორგანოებს? ასეთ შემთხვევაში, მყისიერად დაიწყებოდა თუ არა განცხადებების გაკეთება და საზოგადოების ინფორმირება? ბუნებრივია, ეს კითხვა არსებობს და უნდა ვნახოთ განსხვავება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა“ და საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებსაც თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე ასხვავებენ“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში