ვიკა ფილფანი - არცერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას, არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი - სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა!

არცერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას. არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი. სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა! - ამის შესახებ განცხადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიკა ფილფანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ მოხდა თავდასხმა საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ფილფანმა პარლამენტში მომხდარს წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა უწოდა.

„ძალადობა იქნება სისტემური მანამდე, სანამ ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი.

არცერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას. არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი.

სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა!

ქვეყანაში, სადაც კრიმინალები და სამართალდამცავები გვერდიგვერდ სჩადიან ჯგუფურ დანაშაულებს, ამის მთავარი ავტორი არის თავად ხელისუფლება და პარლამენტარები, რომლებიც თავად სჩადიან კრიმინალს!

მზია ამაღლობელი მეორე წელია ციხეშია, მხოლოდ ერთი მიზეზით- პოლიციელის მუნდირს ამოფარებულ უღირს „კაცს“ შეურაცხყოფაზე სილით უპასუხა!

ხოშტარია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ 100- ლარიან ბანერზე „ფოლმასტრით“ არაშეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერა გააკეთა!

20-21 წლის ბიჭები ციხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე იდგნენ!“- განაცხადა ფილფანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო