გიგა ფარულავა - კადრებში ჩანს, ვინ იყო პროვოკატორი, ჩემ უკან მჯდომმა დაიწყო პროვოცირება, დავალება ჰქონდათ მათგან, ვინც იქ იყო და ვერ აიტანა კრიტიკა - ეს იყო ჩემზე და ჩემს გუნდზე ორგანიზებული თავდასხმა - ვინ გამოდგა ლაყე კვერცხის როლში, საზოგადოებამ შეაფასა

მივმართავთ თუ არა საგამოძიებო უწყებას, ამის შესახებ ოფიციალურად პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთდება განცხადება, შესაბამისად არ მინდა წინასწარ განცხადებები გავაკეთო. დაველოდოთ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარლამენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და უმრავლესობის წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები არ ჰქონდა, რის გამოც უმრავლესობის წევრები ძალის გამოყენებაზე გადავიდნენ.

„საზოგადოებამ ნათლად ნახა, რაც მოხდა. ფაქტია, პრემიერ-მინისტრისგან იმ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, პასუხები ვერ მივიღეთ. პრემიერის ანგარიში იყო პროპაგანდისთვის შექმნილი, რათა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის როგორც საგარეო, ისე საშინაო და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. მას არ ჰქონია კონკრეტულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი და ვერ ექნებოდა, რადგან საზოგადოება ხედავს ქვეყანაში თუ რა პოლიტიკურ-სოციალური ფონია.

როდესაც შეფასებითი ნაწილი დაიწყო, ჩვენი დეპუტატის პოლიტიკურ სიტყვას მოჰყვა აჟიოტაჟი უმრავლესობის გუნდიდან, რომელიც პრემიერისთვისაც და მისი გუნდისთვისაც მიუღებელი იყო. ფაქტია, ეს წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა იყო. ეს მათ სისუსტეს ადასტურებს და იმას, რომ „ოცნება“ ძალადობრივი რეჟიმია. მათთვის მიუღებელია კრიტიკული და განსხვავებული აზრი, რადგან მათ კონკრეტულ ფაქტებზე, არგუმენტირებული პასუხები არ აქვთ.

მათ კარგად იციან, თუ როგორ მიიღეს კონკრეტული დავალება და ვინ იყო პირველი პროვოკატორი. კადრებში ჩანს, ჩემ უკან მჯდომმა ადამიანმა [ირაკლი ხელაძე] როგორ დაიწყო პროვოცირება. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ჩვენი გუნდის წევრებზე. მათ დავალება მიღებული ჰქონდათ იმისგან, ვინც იქ ისხდა და ვინც ვერ აიტანა კონკრეტული კრიტიკა, რომელიც უშუალოდ მათ ეხებოდათ. როდესაც მათ სიტყვები გამოელიათ და სიტყვებით ვეღარ პასუხობდნენ მწვავე ფაქტებზე დასმულ კითხვებს, გადავიდნენ ძალის გამოყენებაზე. ისინი, თავიანთი გადმოსახედიდან ჩვენს დაშინებას ცდილობენ“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება მომხდარი დაპირისპირების შესახებ ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელშიც ის გახარიას პარტიის, როგორც „აგენტურის ხვედრზე“ საუბრობდა, ფარულავას თქმით, „ვინ გამოდგა ლაყე კვერცხის როლში და ფუნქციით, საზოგადოებამ შეაფასა და ირაკლი კობახიძეს შეუძლია ეს შეფასებები წაიკითხოს.

„ამ შემთხვევაში კობახიძის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზებული დანაშაულის მძიმე ფაქტი, საზოგადოების მხრიდან შეფასებულია. მათ ვერანაირი პროპაგანდით ვერ შეძლეს ეს ფაქტი გადაეფარათ, უმძიმესი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს. მათი მთავარი ძალა ერთი - ძალადობაა და მეორე - ციხე, რითაც თითოეულ მოქალაქეს ემუქრებიან. ეს მორიგი გაფრთხილება იყო, რომ ისინი ძალაზე [ძალის გამოყენებაზე] გადადიან. კობახიძემ იმ დღეს ჩვენ ლაყე კვერცხებს შეგვადარა და ვინ გამოდგა ლაყე კვერცხის როლში და ფუნქციით, საზოგადოებამ შეაფასა და მას შეუძლია ეს შეფასებები წაიკითხოს. მათ ამ ფაქტს პროპაგანდა ვერ დაუპირისპირეს ეს არის მათი წუხილი, რომ ეს კონკრეტული ფაქტი გადაფარონ და სხვას გადააბრალონ“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშს, პოლიტიკოსის აზრით, ირაკლი კობახიძეს მათ კითხვებზე რეალური პასუხები რომ ჰქონოდა, დეპუტატები მუშტი-კრივზე არ გადავიდოდნენ.

„ჩვენ გვქონდა შეფასებები და აღინიშნა, რომ 2 საქართველო არსებობს, სადაც „ოცნების“ ჩინოსნები და წარმომადგენლები ცხოვრობენ და ის რეალობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიური ბრძოლა უწევთ გადარჩენისთვის. კობახიძეს კითხვებზე პასუხები რომ ჰქონოდა, მუშტი-კრივზე არ გადავიდოდნენ. მას პასუხები არცერთი მიმართულებით არ ჰქონია, ეს იყო პროპაგანდისთვისა და საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებისათვის, რომ ისინი სახელმწიფოს კარგად მართავენ“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში