სოფიო ხორგუანი - მთელმა საქართველომ ნახა, „ოცნებამ“, რომელიც დღეს უკვე ქართულიც აღარ არის, რა სულმდაბლობა ჩაიდინა პარლამენტში

მთელმა საქართველომ ნახა, „ოცნებამ“, რომელიც დღეს უკვე ქართულიც აღარ არის, რა სულმდაბლობა ჩაიდინა პარლამენტში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისივე თქმით, ხალხი იმსახურებს ისეთ პარლამენტს, სადაც სამშობლოსათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღება.

„სიმართლით დამარცხებულები, კორუფციაში ჩაფლულები, ძალაუფლებას ჩაფრენილები, სკამისა და ფულის მადიდებლები მოძალადე ბრბოდ იქცნენ! მამუკა მდინარაძის ორგანიზებით თავდასხმა მოაწყვეს არა მხოლოდ ოპონენტებზე, არამედ საქართველოს პარლამენტის იდეაზე!

პარლამენტი საქართველოს ხალხისაა! საქართველოს ხალხი კი იმსახურებს ისეთ პარლამენტს, სადაც ჩვენი სამშობლოსათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღება!

დღეს ერთი პარტიის ხელში დატყვევებული სამართალი გასათავისუფლებელია! ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ!

ყველას მოუწევს პასუხისგება ხალხის, სამშობლოს, სამართლისა და ისტორიის წინაშე“,- წერს ხორგუანი.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში