თეიმურაზ პაპასქირი - პენიტენციურის უფროსმა თავი დაანებოს ქარაგმულ საუბარს და საქმეს მიხედოს, „ოცნების“ პოლიტიკა კი მულტივექტორული მარტო სიტყვითაა - თუ ევროკავშირი არ გჭირდება, შენი პოლიტიკა არაა მულტივექტორული

ელენე ხოშტარიას ანალიზის სრულ პასუხს არ აძლევდნენ...პენიტენციური სამსახურის უფროსმა თავი დაანებოს ქარაგმულ საუბრებს და პროპაგანდისტულ ხერხებს. მიხედოს საქმეებს, გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელი აქვს. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა ევალება, ცოტა ჰუმანური უნდა იყოს, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპასქირმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ჰუმანურობის პრობლემა აქვს და არაადამიანებად იქცნენ.

„ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არ არის სახარბიელო და ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობის დაწყებამდე იყო. ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად დიაგნოზის დადგენის საშუალება ციხის პირობებში შეუძლებელია და საჭიროა მისი გაცილებით უფრო სერიოზული გამოკვლევა ნორმალურ სამედიცინო ცენტრში. მას არაფერს სთავაზობს პენიტენციური სამსახური. პენიტენციური სამსახური იმიტომ არის გაბრაზებული ამ შემთხვევაში, რომ არ ასრულებენ თავის მოვალეობას, ეს მათი ბრიფინგებიდან კარგად ჩანს.

მათ ევალებათ მსჯავრდადებული პირის ჯანმრთელობაზე იზრუნონ და ამას არ აკეთებენ. პენიტენციური სამსახურის უფროსმა იცრუა, როდესაც თქვა, დიაგნოზი სხვა თქვესო. რა დიაგნოზი ჰქონდა ხოშტარიას, როდესაც პატიმრობა იწყებოდა სხვა არის და რაც აქვს ახლა დიაგნოზი, არავინ იცის. ექიმმა გასინჯა წინა კვირას და თქვა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პენიტენციური სამსახურის უფროსს, ალბათ, იმის თქმა უნდა, რომ ელენე ხოშტარია უარს ამბობდა გამოკვლევასა და მკურნალობაზე. არ ვიცი, რისი თქმა უნდა. ფაქტია, დეკემბრიდან მოყოლებული ელენე ხოშტარიას უმალავდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეალურ სურათს. არ აძლევდნენ რეალურ ინფორმაციას. არც ანალიზების სრულ პასუხს აძლევდნენ...პენიტენციური სამსახურის უფროსმა თავი დაანებოს ქარაგმულ საუბრებს და პროპაგანდისტულ ხერხებს! მიხედოს საქმეებს, გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელი აქვს. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა ევალება, ცოტა ჰუმანური უნდა იყოს. „ქართულ ოცნებას“ ჰუმანურობის პრობლემა აქვს, არაადამიანებად იქცნენ“, - განაცხადა პაპასქირმა.

გარდა აღნიშნული საკითხისა, თეიმურაზ პაპასქირმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რა დროსაც ერთმანეთს ფიზიკურად „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.

როგორც პაპასქირმა აღნიშნა, როდესაც 10-20 კაცი მივარდება ერთ ადამიანს და ურტყამს, ამას კაცობასთან და ქართველობასთან კავშირი არ აქვს.

„არ ვთვლი, რომ პარლამენტში ჩხუბი იყო საჭირო და ერთ დეპუტატთან ათეულობით დეპუტატის მიერ მუშტი-კრივით ანგარიშის გასწორება, რათა გვეთქვა, რომ საბოლოოდ გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობრივი რეჟიმი. ეს, 2019 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა. აქ კამერების წინ მოხდა ყველაფერი და რასაც ე.წ. დაკავების მარშუტკებში უკეთებდნენ აქციის მონაწილეებს, ის გაცილებით უარესი იყო. პარლამენტში პირველი და ბოლო ჩხუბი არ არის. საუბარია, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“. როდესაც 10-20 კაცი მივარდება და ერთ ადამიანს ურტყამს, ამას არაფერი აქვს კავშირი კაცობასთან და ქართველობასთან. ამას არაფერი აქვს კავშირი ქრისტიანობასთან, მორალთან“, - განაცხადა პაპასქირმა.

გარდა ამისა, მან საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ისაუბრონ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა“.

პაპასქირის თქმით, თუ ევროკავშირი შენი მტერია და არ გჭირდება, მაშინ შენი პოლიტიკა არ არის მულტივექტორული.

„ის მულტივექტურული არ არის. მხოლოდ სიტყვით არის. თუ ევროკავშირი შენი მტერია, შენი მოწინააღმდეგეა და არ გჭირდება ევროკავშირი, მაშინ შენი პოლიტიკა არ არის მულტივექტორული. მულტივექტურული პოლიტიკა ნიშნავს, როდესაც ცდილობ შენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიღწევას, ყველა მნიშვნელოვან აქტორთან საუბარს და მის შენ მხარეს მომხრობას“, - აღნიშნა პაპასქირმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში