დავით მათიკაშვილი ელენე ხოშტარიაზე - შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა ეს რომ ჯანმრთელობის საფუძვლით ხდებოდეს, მაშინ ყველა, ვინც საპატიმროში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს - ეს ასე არ არის

პენიტენციურ დაწესებულებას საკმაო რესურსი გააჩნია, რომ თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ახდენს კიდეც, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, როგორც პენიტენციური დაწესებულების გარეთ, ასევე მის შიგნით ავადდებიან და სამედიცინო დახმარების და მომსახურების თვალსაზრისით სახელმწიფო აბსოლუტურად უფასოდ ახდენს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას.

ამასთან, მათიკაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ხოშტარიას შეწყალება და აღნიშნა, რომ “ამ საფუძვლით რომ იყოს შეწყალების საკითხი აქტუალური, მაშინ უნდა ჩაითვალოს, რომ ყველა, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს.”

“ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევა არის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტიური შესწავლა ხდება, ვიცით, რომ ექიმები არიან ჩართული. პენიტენციურ დაწესებულებას საკმაო რესურსი გააჩნია, რომ თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ახდენს კიდეც. ყველა პატიმარს სახელმწიფო უფასოდ მკურნალობს და არც ქალბატონი ხოშტარიაა გამონაკლისი. რა თქმა უნდა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს არის ჩვეულებრივი, ერთი საქმე პენიტენციურ დაწესებულებაში. ისიც გაითვალისწინეთ, თუ რამდენი ადამიანი ავადდება, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი და გასაგები მოვლენაა. ადამიანები, როგორც პენიტენციური დაწესებულების გარეთ, ასევე მის შიგნით ავადდებიან და სამედიცინო დახმარების და მომსახურების თვალსაზრისით სახელმწიფო აბსოლუტურად უფასოდ ახდენს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. როგორც ვიცით, დამატებით სხვა ექიმებიც არიან ჩართული, მოინახულებენ პატიმარს, ამის შემდგომ კიდევ იქნება შეხვედრა და ა.შ.

რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი გადასაწყვეტია. პრეზიდენტის პრეროგატივაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ ერთ რიგითი პენიტენციური დაწესებულების, ამ შემთხვევაში ბინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად გახდება ამის საფუძველი, პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

ამ საფუძვლით რომ იყოს შეწყალების საკითხი აქტუალური, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს ასე არ არის, რაც ძალიან კარგად ვიცით”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში "დროას" ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმები - მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდებიან.

სწორედ, აღნიშნული შეხვედრისა და მსჯავრდებულის გასინჯვის შემდეგ, იოსელიანი, ქავთარაძე და თუთბერიძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან და გადაწყდება, ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა.

პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებიან "დროას" წევრები, ასევე, "ოპოზიციური ალიანსის" წევრი, ნიკა გვარამია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო