ნიკა ჩერქეზიშვილი - დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრული ინსპექტირება - უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას ყველა მაღალი რისკის შემცველი ინფრასტრუქტურა

„ლელო - ძლიერი საქართველო“ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრული ინსპექტირება, ასევე, უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას ყველა მაღალი რისკის შემცველი ინფრასტრუქტურა: დაზიანებული ელექტროსადენები, ღია თხრილები, ავარიული შენობების ფასადები და სხვა საფრთხეები, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიცია მოითხოვს, საზოგადოებას წარედგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მკაფიო ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით.

ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, თბილისში ადამიანების უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტი გახდეს.

„დღეს თბილისში ქუჩაში გასვლა ნიშნავს სიცოცხლის რისკზე წასვლას. დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტები. ეს არ არის გაზვიადებული სიტყვები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ უბედურ შემთხვევებზე. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ პრობლემაზე და მართვის კრიზისზე. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში თბილისის მერია და პერსონალურად კახა კალაძე ატარებს. ეს არის იმის შედეგი, რომ არ დგება კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რაც უზრუნველყოფდა სისტემის მეტ კონტროლს, დაზღვევის მეტ მექანიზმებსა და ბერკეტებს მმართველობის ყველა დონეზე. როცა თბილისის მერი არაფერზეა პოლიტიკურად პასუხისმგებელი ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გადადის ყველა დონეზე.

არაერთი ტრაგედია ახსოვს ბოლო წლების თბილისს: ტრაგედია ვაკის პარკში... ტრაგედია წყნეთში, სკვერში... ტრაგედია რიყეზე... ტრაგედია სადგურის მოედანზე, სადაც შენობის ფასადი ჩამოინგრა და ადამიანები იმსხვერპლა... შემთხვევები ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროებში, სადაც ერთგან ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი მოიყოლა და მეორეგან ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგური დაიტბორა... გვინახავს, მეტროს ლიანდაგებში და მტკვარში ჩავარდნილი ადამიანები... რამდენიმე დღის წინ, ლოტკინზე, სკვერში, 14 წლის გოგონას თავზე დაეცა რკინის მძიმე კონსტრუქცია... გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მიკროავტობუსს გაუჩნდა ცეცხლი...

2026 წლის თბილისის ბიუჯეტი არის 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი და ეს არის თბილისელების ფული. თბილისელები იმსახურებენ მათი ფული იხარჯებოდეს მათ უსაფრთხოებაზე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ქალაქში ადამიანების უსაფრთხოება გახდეს უპირველესი პრიორიტეტი.

ჩვენი კოალიცია, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ითხოვს: დაუყოვნებლივ დაიწყოს დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრული ინსპექტირება.

უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას ყველა მაღალი რისკის შემცველი ინფრასტრუქტურა - დაზიანებული ელექტროსადენები, ღია თხრილები, ავარიული შენობების ფასადები და სხვა საფრთხეები.

საზოგადოებას წარედგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მკაფიო ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით.

ყველა შემთხვევაზე, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლო ჩავარდნამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს, დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში