დაჯი კოვზირიძე - მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ერთი სიტყვა „ბოდიში“ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცვლის? ან სპორტული მიღწევები ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს? - დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!

მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ერთი სიტყვა „ბოდიში“ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცვლის? ან სპორტული მიღწევები ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს? - დამნაშავეები უნდა დაისაჯონ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, დაჯი კოვზირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, შემთხვევიდან სამი დღე გავიდა და არც გამოძიება და არც ერთი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

„პრემიერის, მთელი მთავრობის თვალწინ, პირდაპირ ეთერში, მოხდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობა!

სამი დღე გავიდა, არც გამოძიება, არც პასუხისმგებელი, არც ერთი სამართლებრივი რეაგირება.

მზია ამაღლობელი თვეებია პატიმრობაშია, სილის გაწნის გამო.

ოთხი შვილის დედა ელენე ხოშტარია, ბანერზე მარკერით წარწერისთვის.

მსახიობები, სტუდენტები, ახალგაზრდები, ტროტუარზე დგომის, პროტესტის ან გაცილებით მსუბუქი ქმედებების გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

მაშინ კანონი დაუნდობელია.

მაგრამ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები პირდაპირ ეთერში ძალადობენ, კანონი მოულოდნელად აღარ მოქმედებს!

მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ერთი სიტყვა „ბოდიში“ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცვლის?

ან სპორტული მიღწევები ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს?

კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. თუ ერთისთვის ციხეა, მეორისთვისაც გამოძიება და პასუხისმგებლობა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ არის სამართალი, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება.

დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!“ - წერს დაჯი კოვზირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს