„ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ“ ავტომობილების შესაძენად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა - ამჯერად მთავრობა 164 ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავს, რომლის სავარაუდო ღირებულება 10 159 800 ლარია

საქართველოს მთავრობის მიერ ახლად შექმნილმა “ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ“ ავტომობილების შესაძენად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 164 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 10 159 800 ლარია.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში.

რაც შეეხება ავტომობილების ტექნიკურ მახასიათებლებს, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

მსურველებისთვის წინადადების მიღება 1-ელ ივლისს დაიწყება და და 2 ივლისს დასრულდება.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ ახლად შექმნილმა “ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ” ავტომობილების შესაძენად ტენდერი22 ივნისსაც გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, უწყებას 47.3 მლნ ლარად 595 ახალი, 2026 წელს გამოშვებული ავტომობილი უნდა ეყიდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში