კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამოწვევების პირობებში“ მიიღო მონაწილეობა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, GCCA-ის თავმჯდომარემ, მიწვეული მომხსენებლის სტატუსით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარუდგინა.

„კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. იგი ხელს უწყობს სამართლიანი ბაზრის უზრუნველყოფას, ინოვაციების განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკას უფრო მოქნილსა და მდგრადს ხდის, ამცირებს მონოპოლიზაციის რისკებს და ზრდის ინვესტორთა ნდობას,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო GCCA-ის მიერ განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებსა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს. მოხსენებაში ხაზი გაესვა სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგს, ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულ რეფორმებსა და მათ შედეგებს, ასევე საწვავის, FMCG-ისა და სხვა მნიშვნელოვანი ბაზრების შესწავლას, კონკურენციის სამართლის აღსრულების პრაქტიკას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირაკლი ლექვინაძემ ასევე ისაუბრა სააგენტოს საერთაშორისო მიღწევებზე, მათ შორის ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის სტატუსს ოფიციალურად გადაიბარებს. საუბარი შეეხო კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის გაძლიერების მნიშვნელობას.

საერთაშორისო ფორუმში სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის - UNCTAD, OECD, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ასევე აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართა დისკუსიები კონკურენციის პოლიტიკის როლზე ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში.

ღონისძიებას უზბეკეთის რესპუბლიკის კონკურენციის განვითარების და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა ტაშკენტში უმასპინძლა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში