ქეთევან ბაკარაძე - „სქროლვა-სქრინვის“ დეპარტამენტი სოციალურ ქსელებში პოსტებს აკვირდება და მოქალაქეთა საქმეები სასამართლომდე მიაქვს, თუმცა, როცა საქმე საჯაროდ დაფიქსირებულ, შესაძლო ჯგუფურ ძალადობას ეხება, სისტემა დუმილს ამჯობინებს

უკვე მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორ პოლიტიკოსი წერს, „იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრით აკრიტიკებდა მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის მაღალჩინოსნისთვის სილის გაწვნის ფაქტს, თავად აღმოჩნდა ძალადობაში მონაწილე“.

„უკვე მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე. წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატები გახარიას პარტიის 12 წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ გიგა ფარულავასა და მალხაზ თორიას. პარალელურად ისმოდა შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რომლებსაც ერთხმად სკანდირებდნენ ადამიანები, რომლებიც თავს მართლმადიდებლობის, ოჯახის სიწმინდისა და ქალთა ღირსების დამცველებად წარმოაჩენენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გორდულაძე, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრით აკრიტიკებდა მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის მაღალჩინოსნისთვის სილის გაწვნის ფაქტს, თავად აღმოჩნდა ძალადობაში მონაწილე. კადრებში ჩანს, როგორ ესხმის თავს კოლეგას განსაკუთრებული აგრესიით. თუ ერთ შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა არსებობდა, იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ამ შემთხვევაშიც.

ამავე დროს, ელენე ხოშტარია, ოთხი შვილის დედა, წინასაარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დამამცირებელი მოპყრობის, დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის ობიექტი გახდა. ამის პარალელურად კი მმართველი პარტიის დეპუტატების მიმართ სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის რეაგირება კვლავ არ ჩანს.

ახლადშექმნილი ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ დეპარტამენტი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს აკვირდება და მოქალაქეთა საქმეები სასამართლომდე მიაქვს, თუმცა, როდესაც საქმე საჯაროდ დაფიქსირებულ, შესაძლო ჯგუფურ ძალადობას ეხება, სისტემა დუმილს ამჯობინებს.

კანონის უზენაესობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ის ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულება სამართლის აღსრულების ინსტრუმენტი კი არა, შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმად იქცევა“,- წერს ქეთევან ბაკარაძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში