ნიკა გვარამია - თუ ციხის საავადმყოფოს წარმომადგენლებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ განსხვავებული რამ აქვთ სათქმელი, თქვან ან დადუმდნენ და პაციენტს მიხედონ

„ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის “მდგომარეობა მძიმეა”.

მისი თქმით, რუსთავის ქალთა ციხეში ხოშტარიასთან შევიდნენ მისი მკურნალი ექიმები და ასევე, ციხის საავადმყოფოს ექიმი და “თუ ციხის საავადმყოფოს წარმომადგენლებს ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ განსხვავებული რამ აქვთ სათქმელი, თქვან ან დადუმდნენ და პაციენტს მიხედონ”.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრას, როგორც გვარამიამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ შეხვედრას პოზიტიური შედეგი ექნება.

“ჩვენ ამ ქვეყანაში კანონიერი და ადამიანური გადაწყვეტილების საფუძველი, ბუნებრივია, არ გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ საკუთარ პრობლემად აღიქვამს ამ ვითარებას რეჟიმი და ელენეს ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობას მისცემენ. ამისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა ნამდვილად არის საჭირო. ციხის პირობებში ასეთი, არათუ მძიმე დაავადების მკურნალობა არის შესაძლებლობა, არამედ ტკივილის მართვაც კი შეუძლებელია. როგორც ჩვენ ვხედავთ, ამას ციხის საავადმყოფო ვერ აკეთებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ამ შენობიდან ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე იქნება გათვლილი და დაეხმარება ელენეს, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს.

ჩვენთვის ამას მხოლოდ ეს დანიშნულება აქვს, ამ წუთში და ვიბრძვით იმისთვის, რომ ელენე გადავარჩინოთ. დანარჩენი, ამ წუთში, მეორე ხარისხოვანია.

ექიმები გამოვიდნენ რუსთავიდან დაახლოებით ნახევარი საათია. მდგომარეობა ისევ ისეთია, უცვლელი, მძიმე არის ეს მდგომარეობა. ციხის საავადმყოფოს ექიმიც იყო და თუ რამე განსხვავებული აქვთ სათქმელი, თქვან ან დადუმდნენ და პაციენტს მიხედონ, უმკურნალონ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან, სადაც ის კოალიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში